მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$3,6 მილიონიან ჰესს ჩოხატაურში კომპანია "შელერი" ააშენებს

5a6b2515a54cb
მარი როჭიკაშვილი
26.01.18 17:10
1506
გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდინარე გუბაზეულზე „გუბაზეული 6 ჰესის“ მშენებლობას შპს “შელერი“ განახორციელებს.

როგორც Bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, "გუბაზეული 6 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მხოლოდ ერთი კომპანია “შელერი“ მონაწილეობდა. კონკურენტების არარსებობის გამო შელერი გამარჯვებულად გამოვლინდა და მასთან მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, „გუბაზეული 6 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3.06 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 20.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 3 670 000 აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები