მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

360 Capital-მა კლიმატის ტექნოლოგიურ ფონდში €140 მილიონი მოიზიდა

ფონდი

ვენჩურული კაპიტალის ევროპულმა კომპანია 360 Capital-მა €140 მილიონი ევრო მოიზიდა ფონდისთვის, რომლის მთავარი ფოკუსიც გარემოს დასაცავად ტექნოლოგიების გამოყენებაა. კომპანიის განცხადებით, ფონდი 260 Life II Fund ინვესტიციას განახორციელებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგიები, წყალბადი და დაბინძურებისა და ნარჩენების მართვა.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ბოლო კვლევის თანახმად, 2024 წელი ისტორიულად ყველაზე ცხელი იქნება, COP29-ზე მიღწეული შეთანხმება კი, რომლის თანახმადაც ქვეყნებმა 2035 წლამდე ყოველწლიურად ჯამურად $300 მილიარდი უნდა გამოყონ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ექსპერტების აზრით, საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, 360 Capital-ის ეს ინიციატივა

კლიმატის ტექნოლოგიურ ფონდში ყველაზე მაღალი, €40 მილიონიანი კონტრიბუცია იტალიურმა საინვესტიციო კომპანია A2A-მ შეიტანა, ასევე იტალიური ელექტროკომპანია De Nora-ს კონტრიბუცია კი €10 მილიონი იყო.

როგორც De Nora-ს აღმასრულებელი დირექტორი, პაოლო დელაჩა აღნიშნავს, 360 Capital-ის ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები