მსოფლიოს უდიდესი სამგზავრო ხომალდი Icon of the Seas ღია ზღვაში პირველად გაეშვა. ეს 20-სართულიანი მცურავი ქალაქი 7,600 მგზავრს იტევს და მისი სიგრძე 365 მეტრს აღწევს.
ხომალდი იმდენად მასშტაბურია, რომ ის სატელიტიდანაც კი ჩანს და მის მშენებლობაზე დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ეს გემი „ტიტანიკზე“ ხუთჯერ უფრო დიდია და ის 40-მდე რესტორანს, ბარსა და გასართობ ცენტრს აერთიანებს. გემის შიგნით საცურაო აუზები, აკვაპარკი და ატრაქციონებიც კია მოწყობილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ზღვაში მცურავი მინიატიურული ლას-ვეგასია, რომელიც კონტინენტებს შორის გადაადგილდება.
ამ ხომალდის მფლობელი Royal Carribbean Group-ია, რომელიც საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის სწორედ ამ მასშტაბის საკრუიზო ხომალდებს ფლობს.
ამ გემზე დასვენების მსურველებს ბილეთების შეძენა 1,700 დოლარიდან შეუძლიათ, საახალწლო პერიოდში კი ფასი 5,000 დოლარს აჭარბებს.