მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$37,000 კვებაზე, $185,000 სასტუმროზე - რა დაუჯდა სომხეთის ბიუჯეტს ჯენიფერ ლოპესის კონცერტი?

JLO
BM. GE
04.08.25 18:16
5018

3 აგვისტოს, სომხეთში ამერიკული შოუბიზნესის ვარსკვლავის, მომღერალ ჯენიფერ ლოპესის კონცერტი გაიმართა. ხელისუფლების განცხადებით, ღონისძიების ჩატარება ჯამურად $6 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. საჭირო ფინანსები მთავრობამ განათლების სამინისტროში კულტურის მიმართულებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან გამოყო.

აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი, $2.6 მილიონი თავად ჯენიფერ ლოპესის ანაზღაურება იყო. რაც შეეხება მომღერლის ორდღიანი ვიზიტის ხარჯებს, 37,000 დოლარი ძვირად ღირებულ კვებაზე $185,000 კი განთავსებაზე დაიხარჯა. აქედან $10,000 ვარსკვლავის ოთახის ღირებულებაა.

მთავრობის მიერ ხარჯების გამოქვეყნებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. კრიტიკოსების შეფასებით, ის თანხა, რომელიც ჯენიფერ ლოპესის ჩამოსაყვანად და კონცერტის გასამართად დაიხარჯა, მნიშვნელოვნად აღემატება ერთად აღებული მრავალი სოფლის წლიურ ბიუჯეტს.

კრიტიკას ეკონომიკის მინისტრი, გევორქ პაპოიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებული მონაცემების თანახმად ლოპესის კონცერტზე გაღებული ხარჯების ამოღებას მთავრობა უმარტივესად შეძლებს. როგორც მან თქვა, პოპვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად სომხეთში 15,000 ტურისტი ჩავიდა. თითოეული მათგანის მიერ დახარჯული თანხის საშუალო მოცულობა კი 888 დოლარი იყო. შესაბამისად, თუ პაპოიანის მიერ მოყვანილ მონაცემებს დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთის ბიუჯეტში ჯენიფერ ლოპესის კონცერტით $13,000,000 მილიონზე მეტი შევიდა. რაც გაღებულ ხარჯზე ორჯერ მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები