მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 მინისტრი, რომელიც წელს სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყურებს

5e870fca01a70
თათია ჩაფიჩაძე
03.04.20 14:22
1737
მთავრობის საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა სააღდგომო ლიტურიგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს.

ეკონომიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა განაცხადეს, რომ წელს ისინი ოჯახის წევრებთან ერთად ლიტურიგიას ტელევიზორიდან მიადევნებენ თვალყურს.

ნათია თურნავა: „წინა წლებისგან განსხვავებით, მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალ-ყურს სააღდგომო ლიტურგიას.“

ლევან დავითაშვილი: „წელს ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახის წევრები ვერ დავესწრებით ლიტურგიას.“

ეკატერინე ტიკარაძე: „ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან.“

მაია ცქიტიშვილი: „მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ. ჩვენ პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ყველა რეგულაცია მკაცრად და ზედმიწევნით დღეს, რათა ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. მეორე ნაწილი არის ის, რომ კომენდანტის საათის პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00-დან დილის 06:00 საათამდე არ არის ნებადართული. არ არის ნებადართული, ასევე, სამ ადამიანზე მეტის შეკრება, შესაბამისად, ამ ორი პირობის მიხედვით, კომენდანტის საათი, რა თქმა უნდა, დაირღვევა, თუკი ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, ეს იქნება ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში.“


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები