სულ რაღაც 4 დღეში დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება და მის ამ დაბრუნებას მთელი მსოფლიო ელის. ეს გასაკვირი არც არის - ტრამპის პოლიტიკაზე დიდწილად არის დამოკიდებული მსოფლიოს ახალი წესრიგი - ყოველ შემთხვევაში მოლოდინი ასეთია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ტრამპი ჩრდილში ყოფნას არ ირჩევს. პოლიტოლოგების ნაწილის შეფასებით კი, მომდევნო 4 წელში ამერიკის პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ექსპანსიონისტური და ხისტი იქნება. ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში შესვლამდე ტრამპმა ხმამაღალი განცხადებებით მიიპყრო ყურადღება - კანადას მოუწოდა აშშ-ებს 51-ე შტატად შეუერთდეს. უკვე რამდენჯერმე ახსენა კუნძულ გრენლანდიათი დაინტერესება მისი ყიდვის და მასზე ამერიკის გავლენის გავრცელების აუცილებლობა. სხვათა შორის მსოფლიოს ეს უდიდესი კუნძული დიდი ხანია, საკვანძო სანაოსნო მარშრუტების ცენტრია და მის მიმართ ინტერესი აქვს რუსეთს და ჩინეთსაც. გრენლანდია არ იყიდება“ - ეს ტრამპს უკვე უთხრეს თავად გრენლანდიის და დანიის პრემიერ-მინისტრებმა.
გარდა ამისა, ტრამპს სურს აშშ აკონტროლებდეს პანამის არხს და ამით გააკონტროლებს სავაჭრო გზები რომელსაც ჩინეთი აქტიურად იყენებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა და ენერგეტიკის სექტორის შემდეგ მიზანში უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის 250-ზე მეტ დამხმარე ამოიღო. სანქციები შეეხება რუსეთის გარეთ კომპანიებს და ყირგიზულ ბანკსაც.
ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების ფოკუსში რჩება კავკასია. ორი დღის წინ ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა სომხეთთან, ამ ფონზე კი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები მკვეთრად ნეგატიურია.
შეერთებული შტატებმა გააუქმა სტრატეგიული შეთანხმება, შეაჩერა ფედერალური დაფინანსება, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მასთან აფილირებულ პირებს და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს - რას მოუტანს მსოფლიოს ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, როგორ აისახება მსოფლიოს ნომერ 1 ეკონომიკის მქონე ქვეყნის გადაწყვეტილებები ეკონომიკურ პროცესებზე და სად არის საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში?
სტუმარი: გიორგი ლაბაძე - ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი;


































