მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4-დღიანი ფესტივალი ბიუჯეტს 4 მლნ ლარი უჯდება

5b167fbb7fd15
თელარა გელანტია
05.06.18 16:21
1779
ANAKLIA ECHOWAVES-ის 4-დღიანი ფესტივალის ჯამური ბიუჯეტი 6 მლნ ლარს აღემატება.

როგორც ცნობილია, ANAKLIA ECHOWAVES პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში იმართება და ის ფაქტობრივად, გიორგი სიგუას მიერ დაფუძნებული GEMFEST-ის ალტერნატიული სამთავრობო ფესტივალია, რადგან წელს GEMFEST ბიუჯეტიდან არ დასუბსიდირდება.

როგორც BM.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ANAKLIA ECHOWAVES-ის ბიუჯეტი სულ 6 მლნ ლარია, საიდანაც დაახლოებით, 4.1 მლნ ლარი მთავრობის თანადაფინანსება იქნება, ხოლო დანარჩენი თანხის მობილიზებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

ჩოგოვაძის ინფორმაციითვე, ფესტივალის ორგანიზატორებმა უნდა იზრუნონ ANAKLIA ECHOWAVES-ის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიისთვის, რათა ანაკლიას რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ესტუმროს.

„ANAKLIA ECHOWAVES“ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ, ამიტომ მთავრობამ ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. “EXIT”-ის ორგანიზატორები ანაკლიაში 80 საერთაშორისო არტისტს მოიწვევენ და მათ შორის იქნება Solomon-ის. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო საფესტივალო რუკაზე ანაკლიის პოზიციების გაძლიერება “, - განაცხადა ჩოგოვაძემ და დასძინა, რომ ფესტივალის ლაინაფი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება GEMFEST-ს, როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, ფესტივალის ორგანიზატორებს პროექტ Check in Georgia-სთვის საერთოდ არ მოუმართავს და მათთან კომუნიკაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, GEMFEST წელს ანაკლიაში 9-12 აგვისტოს გაიმართება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები