4 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2025 წლის I კვარტალი).
12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“; 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.
14:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიმართ გასაკეთებელი დეკლარაციების პროექტი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება“; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება"; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი ბარვენაშვილის, ირაკლი კირცხალიას, მარიამ ლაშხისა და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 5. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის გაზსადენების დაცვის შესახებ“; 6. საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ხაზობრივი ნაგებობების დაცვის შესახებ"; 7. საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის და როლანდ კოჩაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“; 8. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“; 9. საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გაზსადენებზე, წყალსადენებზე, კანალიზაციისა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“; 10. საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გაზსადენებზე, წყალსადენებზე, კანალიზაციისა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“; 11. საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ძირითადი ქსელის დაცვის შესახებ"; 12. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით; 13. საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძისა და როლანდ კოჩოძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“; 14. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასაფლაოების წყალსადენებზე დაშენების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.
12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/48; 30.05.2025) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-4676/25; 21.05.2025) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/46; 28.05.2025) კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით (წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების) (სავალდებულო: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/44; 20.05.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 27.05-02.09; სხვა კომიტეტზე 27.05-17.06); (შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, ი. ქველაძე); მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/45; 20.05.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 27.05-02.09; სხვა კომიტეტზე 27.05-17.06); (შემსრულებელი კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, დ. გოგოლაძე).