მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 მარტი ინჟინრისა და ინჟინერიის საერთაშორისო დღეა

4 მარტს ინჟინრების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინჟინერიის მსოფლიო დღე მდგრადი განვითარებისთვის - ამ სახელწოდებით ინჟინრის და ინჟინერიის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 2019 წელს მე-40 გენერალურ კონფერენციაზე, იუნესკომ 4 მარტი ოფიციალურად ინჟინრის და ინჟინერიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2020 წლიდან კი ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება.

ინჟინრების როლი გადამწყვეტია ახალი ტექნოლოგიური მიღწევების, წინსვლის, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული თანამედროვე სამყაროს ფორმირების პროცესში. ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისა და ენერგო უსაფრთხოების მიღწევის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ როგორც იმ ინჟინრებს, რომლებიც აშენებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ენერგო ობიექტებს, ასევე მათ რომლებიც ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყებასთან ერთად, უზრუნველყოფენ სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების პროცესს.

BMG-ის გადამღები ჯგუფი, რამდენიმე დღეა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგო ობიექტს, შუახევი ჰესს სტუმრობს, ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს, გაჩვენოთ, ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების ოთახი, საიდანაც ქართველი ინჟინრები საქართველოს ელექტროსისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები