მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
03.03.25 20:00
80

4 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11 საათზე, საქართველოს სტატისტიკის სამსახური გამოაქვეყნებს:

  • რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის გამოკვლევის შედეგები (2024 წლის ბოლოსათვის)
  • ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2024 წელი)
  • საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობების მაჩვენებლები (2025 წელი, ექსპრეს მონაცემები)
  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის თებერვალი)

09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე.

11:45 საათი, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები