მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
03.11.26 20:00
• 28

4 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების სტატისტიკას (2026 წლის I-III კვარტალი).

14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1-10417/26; 30.10.2026); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი.

2. საერთაშორისო ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ (378/6; 12.10.2026);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები