4 ოქტომბერს, საქართველოში, ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, პირველად იმართება ესთეტიკური მედიცინის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის პროფესიონალ სპეციალისტებსა და საერთაშორისო მედიცინის ექსპერტებს გააერთიანებს. კონფერენციაზე დარგის განვითარებისთვის მთავარ კითხვებს გაეცემა პასუხი, იქამდე კი ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, რა მიზანს ემსახურება კონფერენცია, რამდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ესთეტიკური ბიზნესისთვის.
სტუმრები:
ბაია კონდრატიევა - "ანტურაჟის" დამფუძნებელი, GAIA - საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი;
კონსტანტინე მათითაშვილი - პლასტიკური ქირურგი, GAIA - საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი.