აქციის მონაწილეები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსთაველზე ელოდებიან.
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი; ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმი თორდის კოლბრუნი; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე თბილისში იმყოფებიან.
მათ განცხადებები გააკეთეს და "ოცნებას" უთხრეს, რომ მათ უნდა აირჩიონ ან ევროპა, ან რუსეთი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მოქალაქეები ლოზუნგით - "საქართველოს გაუმარჯოს", აქციას "რუსულ კანონს" წინააღმდეგ მართავენ.




























