ოქროს ლომბარდი საკმაოდ მოსახერხებელი სერვისია მათთვის, ვისაც თანხის სწრაფად და მარტივად მიღება სურთ. სესხის დამტკიცებისთვის არც შემოსავლების წარდგენა და მათი დადასტურება გჭირდებათ და არც მისი უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. მთავარია, გქონდეთ ძვირფასი ნივთი, რომლის ღირებულების სანაცვლოდაც თქვენთვის საჭირო თანხას ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მოგცემენ.
მეორე მხრივ, ამ ერთი შეხედვით მარტივ მომსახურებას თავისი რისკებიც ახლავს – იშვიათად, მაგრამ მაინც არის ნივთის დაზიანების, ძვირფასი დეტალების ჩანაცვლების ან მისი არაკეთილსინდისიერად შეფასების შემთხვევები. თუმცა, როგორც ლიდერ კრედიტის ოქროს ექსპერტ - შემფასებლები გვარწმუნებენ რისკებისგან თავის დაზღვევა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც ოქროს სალომბარდე სესხის აღებამდე უნდა გაითვალისწინოთ:
გაარკვიეთ, ნივთის დასინჯვის რომელ მეთოდს იყენებს ლომბარდი
ძვირფასი ლითონის დასინჯვა ლაბორატორიული და ექსპრესმეთოდითაა შესაძლებელი. სალომბარდე სესხების გაცემის დროს კი ძირითადად უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას. არსებობს ორგვარი ტექნიკა: დასინჯვა სასინჯ ქვაზე ოქროს სასინჯი რეაქტივებით და დასინჯვა უშუალოდ ნაკეთობაზე, ე.წ. წვეთოვანი მეთოდით.
პირველის შემთხვევაში სასინჯ ქვად კიდონტს იყენებენ, რომელიც ბუნებრივი ცხიმით მუშავდება. ქვაზე ლითონის კვალი დაიტანება, რომელზედაც ოქროს დასასინჯი რეაქტივებით სინჯის შესაბამისობას ვადგენთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემფასებელმა სინჯი სწორად აიღოს. ეს ტექნიკა უსაფრთხოა და არ იწვევს ნივთის დაზიანებას. ამიტომაც „ლიდერ კრედიტში“ სწორედ მასზე ვაკეთებთ არჩევანს.
ოქროს დასინჯვის ე.წ. წვეთოვანი მეთოდის დროს კი აუცილებელია დასასინჯი ლითონის გაქლიბვა და მასზე ოქროს სასინჯი რეაქტივის დაწვეთება. ძვირფასი მეტალი, მართალია, შეუმჩნეველ ადგილას იქლიბება და მისი კვალი, როგორც წესი, თვალისთვის უხილავია, მაგრამ ამ ტექნიკით ნივთის დაზიანების გარკვეული რისკები მაინც არსებობს.
დაათვალიერეთ ნივთი ექსპერტ-შემფასებელთან ერთად
სინჯის აღება და ოქროს შეფასება პირველი ეტაპია, რის შემდეგაც აუცილებელია, ნივთი დეტალურად დაათვალიეროს როგორც ექსპერტ-შემფასებელმა, ისე მომხმარებელმა. იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ტიპის დაზიანება აღმოაჩნდება, ის უნდა აღიწეროს ნივთის შეფასების აქტში. ამ აღწერილობაზე პასუხისმგებელი თქვენც ხართ, ამიტომ დარწმუნდით მის სისწორეში. შემდგომში ეს დოკუმენტი დაგიცავთ გაუგებრობებისგან როგორც თქვენ, ისე კომპანიას. ასევე, თუ ნივთის გამოტანისას მისი მდგომარეობა დაგაეჭვებთ, შეგეძლებათ, თქვენი პოზიციები ამ შეფასების აქტის საფუძველზე დაიცვათ.
წინასწარ გაეცანით პირობებს
როგორც წესი, ოქროს ფასი ლომბარდში განსხვავებულია. ამასთანავე, განსხვავდება სესხის გადახდის პირობები, ვადები, გასაცემი თანხის ოდენობები და ა.შ. იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი რაოდენობის თანხა და არც სესხის გადახდა აღმოჩნდეს თქვენთვის სტრესული, აუცილებელია, წინასწარ გაეცნოთ პირობებს და შეიმუშაოთ თქვენთვის ხელსაყრელი სქემა. „ლიდერ კრედიტში“ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამიტომ ოქროს ლომბარდის კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან, მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ და სწორი გათვლის გაკეთებაში დაეხმარონ.
არჩევანი გააკეთეთ სანდო კომპანიაზე
ოქროს ჩაბარება ლომბარდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან სხვას ანდობთ ძვირფას ნივთს, რომელიც, მაღალი ღირებულების გარდა, შესაძლოა, თქვენთვის სხვა დატვირთვის მატარებელიც იყოს. ამიტომ გირჩევთ, დაუფიქრებლად არ მიიღოთ გადაწყვეტილება და დარწმუნდეთ იმ ოქროს ლომბარდის სანდოობაში, რომლით სარგებლობასაც გეგმავთ. ყოველთვის უმჯობესია, გქონდეთ გარანტიები იმისა, რომ ნივთს უვნებლად და თავდაპირველი სახით დაიბრუნებთ.




























