მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების გაფართოება დაფინანსდება

61eeab1d17b83
BM.GE
24.01.22 17:37
1081
საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. საოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, შესაბამისი განაცხადი, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის მონაცემებთან ერთად, მიიღება 2022 წლის 1 თებერვლის 12:00 საათიდან, ელ.ფოსტის pilotregions@rda.gov.ge მეშვეობით.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ და, ასევე, სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას.

მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://rda.gov.ge/projects/read/pilot_regions/52:parent

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები