მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 სახიფათო გზავნილი მომხვდა ყურში - გიორგი შაგიძე ივანიშვილის გამოსვლაზე

გიორგი შაგიძე

მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან 4 გზავნილს გამოყოფს, რომელიც მის შეფასებით, სახიფათოა.

"სამწუხაროდ, 4 სახიფათო გზავნილი მომხვდა ყურში ამ გამოსვლაში:

  1. ყველა ქვეყნის მეგობარი ვინც აქამდე მოგვიყვანა გლობალური ომის პარტიიდან არისო და მტრად გამოცხადდა;
  2. ეს დრო კარგად შევარჩიე კანონისთვისო, ენერგიის დაცლა მოხდება შემოდგომის ნაცვლად ახლა;
  3. ჩვენ იანუკოვიჩის მთავრობა არ ვართო; არ ვიცი აქ ალბათ არ შეცდეთ ყველაფერს ვაკონტროლებთო;
  4. არჩევნების მერე კოლექტიურ ნაცმოძრაობას დავასრულებო (აქ სიტყვა კოლექტიური არის მნიშვნელოვანი, ანუ ყველას პრაქტიკულად).

ამ პოსტშიც დავწერ, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს ევროპის წევრი. ასეთი შანსი 100-200 და შეიძლება 800 წლის განმავლობაშიც არ გვქონია, ამის არ გამოყენება არის დაუშვებელი",- წერს გიორგი შაგიძე სოციალურ ქსელში.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით 29 აპრილს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ "საერთო - სახალხო შეკრებაზე" გამოვიდა.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები