რამდენიმე საათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციის დასრულებამდე. არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის პოზიცია უცვლელია. ისინი აცხადებენ, რომ რეგისტრაციას არ აპირებენ. არ ვაპირებთ "რუსული კანონებით" საქართველოში ცხოვრებას, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს - ეს არასამთავრობოების პოზიციაა. თავის მხრივ, სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, ცვლილებები შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ დამტკიცებას ეხება. რა ელოდება სექტორს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ და როგორი მოლოდინებია საკონსტიტუციო სასამართლოსგან?
სტუმარი: გიორგი ბურჯანაძე - იურისტი, პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში