მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 სტრატეგიული ამოცანა და 46 აქტივობა - აგრარულმა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

წილოსანი

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა.

მიმდინარე წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანას და 46 აქტივობას. ამოცანათა შორისაა აგრარული პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა; აგრარული სექტორის პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა და კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.

კომიტეტმა დღესვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტზე და თანამდევ კანონპროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა, თევზაობისას ბრაკონიერობის ფაქტებზე სანქციების გამკაცრებას ეხება.

ცვლილებები ეხება ასევე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების საკითხს, შავი ზღვის დაბინძურებაზე სანქციების გაზრდას. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები