4 თებერვლის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი) - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
10:30 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (254/2-XIმპ, 28.01.2025) განხილვა მეორე მოსმენით (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების (255/2-XIმპ, 28.01.2025) განხილვა მეორე მოსმენით (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
11:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პეტიცია, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების დაწყებას.
16:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა თაობის კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენარჩუნების მხარდამჭერები ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ შეიკრიბებიან და საზოგადოებას გააცნონ მოქმედების გეგმას.



























