მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თვე E-kalata.ge-ს შექმნიდან - რა შეიცვალა ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის?

ციფრული პლატფორმა E-kalata.gov.ge-ს შექმნიდან დღემდე, ანუ არასრული 5 თვის განმავლობაში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათის ღირებულება 15%-მდე შემცირდა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია 13 დასახელების სასურსათო პროდუქტზე, რომელთა გარკვეულ სახეობებზე სუპერმარკეტები მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობენ. პლატფორმის ამოქმედებიდან დღემდე გაცილებით მეტად არის შემცირებული ფასი იმ არასასურსათო პროდუქტებზე, რომლებზეც რითეილ სექტორის მხრიდან ასევე ფასდაკლება ვრცელდება. სააგენტო უკვე წლის ბოლოს იტყვის, რა მოცულობის თანხებს დაზოგავს მოქალაქე, რომელიც ამ შეთავაზებებით ისარგებლებს. მორიგი ნაბიჯი ახლა ევროპული დირექტივის მსგავსი ჩარჩო კანონმდებლობის მიღებაა, რომელიც რითეილს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს. რა შედეგი მოიტანა ე.წ ფასების კომისიის მუშაობამ და ციფრული პლატფორმის შექმნამ როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები