მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 თვეში მარტვილის კანიონს 62 ათასი ვიზიტორი ეწვია

5829b7925ce5b
სალომე მეცხვარიშვილი
14.11.16 17:02
1749
4 თვეში მარტვილის კანიონს 62 ათასი ვიზიტორი ეწვია, აქედან ნახევარზე მეტი კი უცხოელია. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ხელმძღვანელმა ზაზა გაგუამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უცხოელი ტურისტების რიცხვი მარტვილის კანიონში 33 ათასამდეა. ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს რუსეთიდან ეწვია, შემდეგ მოდის უკრაინა, პოლონეთი, შემდეგი კი არაბული ქვეყნებია - ერაყი, საუდის არაბეთი, ომანი.

მარტვილის განახლებული კანიონი 16 ივლისს გაიხსნა. კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის მილიონ 300 000 ლარი დაიხარჯა.

აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახედები, ხიდები, ანგარი, ნავმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები