მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თვეში საჰაერო ტვირთები 61%-ით გაიზარდა - ელექტრონული კომერციის ეფექტი;

საქართველოში საჰაერო გზით გადატვირთული ტვირთების მოცულობა მზარდია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 61%-ითაა გაზრდილი. საჰაერო გადამზიდავები გაზრდილ სტატისტიკას ჩინეთიდან მზარდ ტვირთნაკადს და ელექტრონული კომერციის პლატფორმების გააქტიურებას უკავშირებენ. თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ გაზრდილი საჰაერო ტვირთბრუნვის პარალელურად, გამოწვევად რჩება შესაბამისი ინფრასტრუქტურის სიმცირე, არასაკმარისი ტერმინალები და საბაჟო პროცედურები. რა ტენდენციებია საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე და რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები