საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში-იანვარ-აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 448 ათასი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.
იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 144,7 ათასი ტონა, მარტში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი თებერვალში - 87 ათასი ტონა. რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო 4 თვეში ჯამურმა ექსპორტმა 78,7 ათასი ტონა შეადგინა. ამავე პერიოდში ადგილობრივად წარმოებული იქნა 6,6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები.

























