2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს იმპორტმა 5.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.7%-ით მეტია. იმპორტის ზრდაზე წელს მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხელოვნების ნიმუშების $481 მილიონიანმა იმპორტმა, რომლის გარეშეც საქართველოს იმპორტი 5.2 მილიარდი დოლარი იქნებოდა.
იმპორტში პირველ ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 966 მილიონი დოლარით, რომლის იმპორტიც 10%-ით არის გაზრდილი. იმპორტირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი 754 მილიონი დოლარი საქართველოდან ისევე რეექსპორტზე გავიდა.
2025 წლის იანვარ-აპრილში ნავთობის იმპორტმა 397 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით არის შემცირებული. ამ კლების მიზეზი თავად საწვავის ფასების შემცირებაა. მედიკამენტების იმპორტი 216 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონლის რეიტინგი:
| # | საქონელი | იმპორტის მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $966 მილიონი დოლარი; | 10% |
| 2 | სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული | $481 მილიონი დოლარი; | 304296% |
| 3 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $397 მილიონი დოლარი; | -6% |
| 4 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $219 მილიონი დოლარი; | 1% |
| 5 | ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები | $217 მილიონი დოლარი; | 8% |
| 6 | სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის | $87 მილიონი დოლარი; | -16% |
| 7 | სატვირთო ავტომობილები | $66 მილიონი დოლარი; | 0% |
| 8 | სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან | $52 მილიონი დოლარი; | 44% |
| 9 | წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე | $47 მილიონი დოლარი; | 2% |
| 10 | გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები | $42 მილიონი დოლარი; | -56% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $3,167 მილიონი დოლარი. | 9% |
2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს მთავარი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა აშშ იყო, საიდანაც საქართველო ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს, შემდეგ კი რეექსპორტზე ყიდის. აშშ-ს ამ ბაზრის 90%-ზე მეტი უჭირავს. მეორე ადგილზეა თურქეთი 814 მილიონი დოლარით, საიდანაც იმპორტი 4%-ით შემცირდა, მესამე პოზიციას კი რუსეთი იკავებს 670 მილიონი დოლარით, საიდანაც იმპორტი 10%-ით გაიზარდა.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მთავარი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების ათეული:
| # | ქვეყანა | იმპორტის მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | აშშ | $881 მილიონი დოლარი; | 61% |
| 2 | თურქეთი | $814 მილიონი დოლარი; | -4% |
| 3 | რუსეთი | $670 მილიონი დოლარი; | 10% |
| 4 | ჩინეთი | $556 მილიონი დოლარი; | 32% |
| 5 | გერმანია | $362 მილიონი დოლარი; | 3% |
| 6 | გაერთიანებული სამეფო | $332 მილიონი დოლარი; | 650% |
| 7 | აზერბაიჯანი | $201 მილიონი დოლარი; | -4% |
| 8 | იტალია | $137 მილიონი დოლარი; | 1% |
| 9 | იაპონია | $118 მილიონი დოლარი; | -1% |
| 10 | ბულგარეთი | $100 მილიონი დოლარი; | 13% |
| 11 | დანარჩენი ქვეყნები – სულ | $1,569 მილიონი დოლარი; | -2% |
























