მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $856 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

5cf6429d56b80
თელარა გელანტია
04.06.19 14:05
1082
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%) შეადგენს, რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ: 2018 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.2 მილიარდი დოლარის (ზრდა +19.1%) შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 518 მილიონით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები