მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თვეში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 23.1%-ით, ბათუმში კი 25.3%-ით გაიზარდა

თბილისის აეროპორტი

2024 წლის პირველ 4 თვეში, თბილისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 23.1%-ით, ბათუმის აეროპორტის კი, 25.3%-ით გაიზარდა.

თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარ-აპრილში 1 269 328 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 23.1%-ით აღემატება, როცა გასული წლის ამავე პერიოდში რუსთაველის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი ჯამურად 975 854 მგზავრი იყო.

რაც შეეხება მხოლოდ აპრილის თვეს, გასულ თვეში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბათუმს, წელს აეროპორტმა 109,142 ადამიანი მიიღო, ხოლო 2023 წლის 4 თვეში - 81 493 მგზავრი. შედეგად, ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2024 წლის იანვარ-აპრილში 25.3%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები