მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 წიგნი, რომელიც ყველა ამომრჩეველმა უნდა წაიკითხოს, სანამ რამეს შემოხაზავს - კოკა ქამუშაძე

646e037ba9992
BM.GE
24.05.23 17:48
793

VELI.store წელსაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ციფრული პარტნიორია. წიგნის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელსაც კითხვის ყველა მოყვარული თუ ახალი აღმოჩენების მაძიებელი ელოდება ხოლმე. თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ამ ბლოგში კრეატიული სააგენტო "პლეიმეიკერსის" მმართველი პარტნიორი და მწერალი - კოკა ქამუშაძე თავის რჩეულ 4 წიგნს გიზიარებს, რომლებსაც წლის საუკეთესო, საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად შეიძენ:


"არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად გვიწევს, თუმცა არსებობს გამორჩეულად მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ბედის განსაზღვრა შეუძლია. როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი ასეთ შემთხვევაში? როგორც ყველაფერში, ამაშიც წიგნები დაგვეხმარებიან.

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმის გადაწყვეტაში, თუ ვინ შემოვხაზოთ საარჩევნო ყუთთან, შეიძლება მხატვრული ლიტერატურა დაგვეხმაროს. რა თქმა უნდა, წიგნებში ვერ ვიპოვით პასუხს იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ უნდა შემოვხაზოთ, მაგრამ ლიტერატურა იმას ნამდვილად მიგვანიშნებს რისი დროა: ცვლილების თუ ისევ არსებულ გარემოში ცხოვრების".


1. მიხეილ ჯავახიშვილი, „ჯაყოს ხიზნები“

მიხეილ ჯავახიშვილი, „ჯაყოს ხიზნები“ - დავიწყოთ ქართულით. მიხეილ ჯავახიშვილის, ალბათ ყველაზე სკანდალური ქართული რომანი, რომელშიც პროტაგონისტი ყველაზე დიდი ანტაგონისტია, რომლის უუნარობის, რეალობისთვის თვალის არგასწორების და ლაჩრობის გამო, ხდება ის ადამიანური ტრაგედია, რომელიც რომანში ვითარდება.

2. ჯორჯ ორუელი, „ცხოველების ფერმა“

ჯორჯ ორუელი, "ცხოველების ფერმა" - ალბათ, უფრო მოსალოდნელი იყო ამ კატეგორიაში ამავე ავტორის სხვა რომანზე გვესაუბრა, თუმცა რაც 1984 წელს ხდება უკვე დამდგარი შედეგია, რომელსაც „ცხოველების ფერმაში“ ჩაეყარა საფუძველი, ამიტომ ყოველთვის უკეთესია პრობლემა ჩანასახშივე დავინახოთ.

3. გაბრიელ გარსია მარკესი, „პატრიარქის შემოდგომა“

გაბრიელ გარსია მარკესი, "პატრიარქის შემოდგომა" - ამბავი ადამიანის შემთხვევით გამეფებაზე, ხელისუფლების უსაზღვრო ძალაუფლებაზე, მის გარყვნაზე, აბსურდულობასა და ლპოპაზე; ამბავი იმაზე, რომ ბოლოს ცუდი ზღაპარიც მთავრდება, მაგრამ ამ ზღაპრის დამთავრებამდე შესაძლოა, ჩვენი ცხოვრებაც დამთავრდეს.

4. არტ შპიგელმანი, „მაუსი“

არტ შპიგელმანი, „მაუსი“ - პულიცერის პრემიის ლაურეატი, რომან-კომიქსი. მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის ისტორიის სრულიად ახლებური თხრობა. გაგვახსენებს ისტორიას იმაზე თუ სადამდე მივყავართ გაანსხვავებული ადამიანების დევნას.

შეინახე ეს წიგნები სურვილების სიაში და შეიძინე საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს. სასაჩუქრე შეფუთვით კი, იმ მეგობრებს შეგიძლია გაუგზავნო, რომლებიც ფესტივალისთვის თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები