30-გრადუსიანი სიცხისა და მზიანი ამინდების მიუხედავად, ესპანეთის საკურორტო ზონაში პლაჟები ცარიელია. პალმა დე მალიორკა ტურისტების ნაკლებობას განიცდის.
ესპანური გამოცემა „Última Hora“-ს ინფორმაციით, სასტუმროებში, რესტორნებსა და სამოგზაურო ბიუროებში რეზერვაციები ფაქტობრივად არ აქვთ.
"წლევანდელ სეზონზე ტურისტების სიმცირეს ველოდით, თუმცა ასეთი სასტიკი ვითარება ვერ წარმოგვედგინა’’- განუცხადა გამოცემას ესპანური კუნძულის ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა.
გამოცემის ცნობით, მხოლოდ ივნისის თვეში ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ზონაში, ვიზიტორების სიმცირე, სავარაუდოდ ახალ რეგულაციებს უკავშირდება. როგორც BMG გასულ კვირას წერდა, მალიორკაზე ბევრი ახალი აკრძალვა დაწესდა, რაც უცხოელ დამსვენებლებში დისკომფორტს იწვევს.
ამ დროისათვის მალიორკას თითქმის ყველა სასტუმროზე ტურისტების მისაზიდად 40 %-იანი ფასდაკლებებია, თუმცა აქცია ჯერ-ჯერობით შედეგს ვერ იღებს. კონკურენტ ქვეყნებში, როგორიცაა, თურქეთი, ეგვიპტე და ტუნისი, უკეთესი შეთავაზებების შეძენა, უფრო ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
ტურიზმი მალიორკაზე რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 45%-ს შეადგენს. გასულ წელს კუნძულზე დამსვენებელთა რაოდენიბა 8%-ით შემცირდა.
რა აკრძალვები დაწესდა მალიორკაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ ბმულზე.

























