აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილმა და უფროსმა მრჩეველმა ივანკა ტრამპმა Twitter-ის გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ის საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვენლოვანია ამერიკისთვის მცირე ბიზნესი.
ამასთან, ივანკა ტრამპმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა მცირე მეწარმეებს მხარში დაუდგება ამ მძიმე და გაურკვეველ მდგომარეობაში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით არის გამოწვეული.
„აშშ-ის პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაცია მცირე ბიზნესს და მეწარმეებს ამერიკის ეკონომიკის ხერხემლად განიხილავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამსაქმებლებიც არიან და ისინი მოსახლეობის, დაახლოებით, 42%-ს ასაქმებენ. გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ დაუცველ და მყიფე გარემოში, რომელსაც დიდი გაურკვევლობა ახლავს თან. შესაბამისად, ხაზინის და მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ თეთრ სახლთან თანამშრომლობით გამოყო 40 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც 2 მილიონამდე ამერიკელს შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილს. ეს მხოლოდ დასაწყისია და საჭიროების შემთხვევაში გავზრდით დახმარებას“, - განაცხადა ივანკა ტრამპმა ვიდეო-მიმართვაში.