მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

40 წელზე ძველ და საკოლექციო ავტომობილებს კლასიკური ავტომობილის სტატუსი მიენიჭება - კანონპროექტი მიღებულია

646397058f6b0
BM.GE
16.05.23 18:38
1107
პარლამენტმა 72 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე.

პროექტით გათვალისწინებულია კლასიკური ავტომობილის ცნების განსაზღვრება. კერძოდ, ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ - კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად. დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები