ამ დროისთვის ქვეყანაში არის 400 ათას დოზამდე „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელთაც ვადა 31 მარტამდე აქვს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ძირითადი დოზები, რაც ქვეყანაში არის, „ფაიზერია“ და მისი ვადა მარტის ბოლომდეა. გვქონდა „ფაიზერი“, რომელსაც ვადა იანვრის ან თებერვლის ბოლომდე ჰქონდა. ყველა მარაგი ამოწურულია.
ქვეყანაში სულ მობილიზებული გქვონდა, დაახლოებით, 2 მლნ დოზა „ფაიზერი“. სულ დახარჯულია 1 623 113 დოზა. ამჟამად „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა გვაქვს, რომელთაც ვადა 31 მარტამდეა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.