მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"400 ლარიანი პენსია საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას"

5beae03c6f550
თამუნა დემეტრაშვილი
13.11.18 18:29
2790
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ოპოზიციას მიმართავს და საღი აზრის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

"ჩემი თხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მსხვერპლს მოითხოვს და ვერ ავცდებით პოპულიზმს, მაინც შევინარჩუნოთ საღი აზრი. წარმოუდგენელია რაიმე ისეთი აზრის, ან იდეის გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად დაარღვევს ჩვენს მაკროეკონომიკურ ჩარჩოს", - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ის რაც ქვეყანას ამ ჩარჩოებიდან ამოაგდებს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება, დამაზიანებელი.

"კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, ბიუჯეტში უამრავი ადგილი იქნება, სადაც შესაძლებელია გაუმჯობესება, მაგრამ ისეთი აბსურდული მოსაზრებები, როგორიცაა 400 ლარიანი პენსია და მსგავსი ავანტურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარება, ესაა ჩემი მოკრძალებული ექსპერტული თხოვნა“-მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები