მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4000-მდე ექთანს ვაქცინაციის შესახებ ლექციები ჩაუტარდება - კულუმბეგოვი

614b7d2ed96f4
BM.GE
22.09.21 22:55
722
საქართველოს მასშტაბით  გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით 4000-ზე მეტი ექთანი კოვიდ 19-ის შესახებ საინფორმაციო სესიებს გაივლის. ინიციატივა პირისპირ ტრენინგ სესიებს 8 რეგიონის 65 კლინიკასთან მოიცავს და მიზნად ისახავს ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებითა და ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით.

"მასწავლებლებისთვის ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდი ახლა იწყებს მსგავს ინიციატივას სამედიცინო პერსონალისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინებისგან, მსოფლიოს ჯანდაცვისა და განვითარების ამ უდიდესი მიღწევისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღება." - ღასან ხალილი

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი - ექთნები, სანიტრები და დამლაგებლები, რომლებიც სამედიცინო კლინიკებში მუშაობენ, დაცული იყვნენ ვირუსისაგან“, - აღნიშნავს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

„როგორც წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან, მათ ყველაზე ხშირი კონტაქტი უწევთ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც კოვიდ 19-ის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ არიან. მასწავლებლებისთვის ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდი ახლა იწყებს მსგავს ინიციატივას სამედიცინო პერსონალისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინებისგან, მსოფლიოს ჯანდაცვისა და განვითარების ამ უდიდესი მიღწევისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღება.“

ტრენინგის საკითხები მოიცავს ვაქცინაციის ისტორიას, მისი შემუშავების, წარმოებისა და ავტორიზაციის პროცესებს; ვაქცინაციის, მათ შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ძირითად უკუჩვენებებს; სტატისტიკურ ინფორმაციას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის, მსოფლიოსა და საქართველოში ინფიცირების შემთხვევებისა და მისი გავრცელების შესახებ. სესიები აგრეთვე ფარავენ ეროვნულ პროტოკოლებს როგორც ბავშვებში კოვიდ 19-ის შემთხვევების და ბავშვთა ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფების შესახებ, ისე სასუნთქი სისტემის დაავადებების, ალერგიული დაავადებების, ონკოლოგიური და ავტოიმუნური პათოლოგიების და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.

12 შერჩეულ მასტერ-ტრენერ ექთანს ტრენერთა ტრენინგს ჩაუტარებენ წამყვანი სამედიცინო ექსპერტები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე; ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მასტერ-ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგ სესიებს ექთნებისთვის, სანიტრებისა და დამლაგებლებისათვის შერჩეულ რეგიონულ კლინიკებში. ისინი აგრეთვე ჩაატარებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე შეხვედრის მონაწილეების ჯგუფურ ვაქცინაციას სამედიცინო ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები