„ქართული ოცნების“ მთავრობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლებში ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა. შესაბამის დადგენილებას "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 9 იანვარს მოაწერა, ხოლო დოკუმენტი ძალაში 12 იანვრიდან შევიდა.
დადგენილების მიხედვით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობები 2025 წელთან შედარებით გაზრდილია და დამოკიდებულია როგორც სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე, ისე ლოკაციაზე - მაღალმთიან დასახლებებში დაფინანსება კვლავ გაზრდილი ტარიფით განისაზღვრება.
სახელმწიფო დამატებითი კოეფიციენტებით აფინანსებს სპეციფიკურ საჭიროებებსა და რეგიონულ ფაქტორებს:
- არაქართულენოვანი სექტორები: ვაუჩერი იზრდება 1.16 კოეფიციენტით.
- მაღალმთიანი რეგიონები: სკოლები იღებენ დამატებით 1.05 კოეფიციენტს.
- სოფლის სკოლები: გამოიყენება 1.03 კოეფიციენტი.
- მრავალშენობიანი სკოლები: რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე შენობაში განთავსებული სკოლების დაფინანსება 1.14-დან 1.35-მდე კოეფიციენტით იზრდება.
დაფინანსება კი ასე განისაზღვრა
I–VIII კლასები (საჯარო სკოლები):
- 170–205 მოსწავლე – 456 ლარი (იყო 405 ლარი);
- 206–299 მოსწავლე – 426 ლარი;
- 300–530 მოსწავლე – 330 ლარი;
- 531–735 მოსწავლე – 285 ლარი;
- 736–1269 მოსწავლე – 255 ლარი;
- 1269-ზე მეტი მოსწავლე – 231 ლარი (იყო 210 ლარი).
მაღალმთიან დასახლებებში:
- 170–205 მოსწავლე – 726 ლარი (იყო 660 ლარი);
- 206–299 მოსწავლე – 675 ლარი;
- 300–530 მოსწავლე – 495 ლარი;
- 531–735 მოსწავლე – 450 ლარი;
- 736–1269 მოსწავლე – 381 ლარი;
- 1269-ზე მეტი მოსწავლე – 330 ლარი (იყო 315 ლარი).
IX–XII კლასები (საჯარო სკოლები):
- 170–205 მოსწავლე – 486 ლარი (იყო 435 ლარი);
- 206–299 მოსწავლე – 441 ლარი;
- 300–530 მოსწავლე – 360 ლარი;
- 531–735 მოსწავლე – 315 ლარი;
- 736–1269 მოსწავლე – 285 ლარი;
- 1269-ზე მეტი მოსწავლე – 261 ლარი (იყო 240 ლარი).
მაღალმთიან დასახლებებში:
- 170–205 მოსწავლე – 786 ლარი (იყო 720 ლარი);
- 206–299 მოსწავლე – 720 ლარი;
- 300–530 მოსწავლე – 555 ლარი;
- 531–735 მოსწავლე – 510 ლარი;
- 736–1269 მოსწავლე – 441 ლარი;
- 1269-ზე მეტი მოსწავლე – 390 ლარი (იყო 375 ლარი).




























