მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

41 ტურისტული პროექტისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 138 მლნ ლარი გამოყო

5c79696943638
ელენე ჩომახიძე
02.03.19 11:50
1865

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ადმინისტრაცია აქტივობებს რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს.

საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგა - 2025, ინფრასტრუქტურის კუთხით, პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდასა და ქვეყანაში 70 სანიტარული კვანძის შექმნას გულისხმობს, რაც დღეს ძალიან მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

რაც შეეხება კერძო სექტორთან ურთიერთობებს, ქვრივიშვილის განმარტებით, კერძო სექტორისთვის B2B პლატფორმა შეიქმნება, რომელზე წვდომაც ყველა ბიზნესს ექნება. ასევე, სამართლებრივი ჩარჩოს განახლება და მონაცემთა გაზიარების დახვეწა იგეგმება.

რაც შეეხემა მარკეტინგის მიმართულებას, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს დიდი მონაცემების ანალიტიკა, რაც ტურიზმის სექტორში პროცესებს მეტად პროგნოზირებადს გახდის.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ადმინისტრაციამ, ისე კერძო სექტორმა, ევროპიდან მეტი ტურისტის მოზიდვაზე უნდა იმუშაოს, რადგან დღეისათვის ევროპიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების რიცხვი ჯერ კიდევ დაბალია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები