მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

414 000-ზე მეტი ბიზნესის სარეგისტრაციო მონაცემები შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ კანონს - პრემიერის ანგარიში

ბიზნესი

414 000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენებაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წლიდან შევიდა, თუმცა არსებულ სუბიექტებს მონაცემების დასაზუსტებლად გარკვეული გარდამავალი პერიოდი ჰქონდათ. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 აპრილს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსუბიექტებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ. იმ საწარმოებს, რომლებმაც დადგენილ ვადებში არ უზრუნველყვეს მონაცემების განახლება, საგადასახადო და საბაჟო ფორმალობებზე შეზღუდვები დაუწესდათ.

"2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 აპრილამდე ბიზნესსუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ. საანგარიშო პერიოდში, დადგენილი წესით, რეგისტრაცია გაიარა 106 600-მდე სუბიექტმა, რომელთაგან 74 026 ახალი სუბიექტია, ხოლო კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა 32 600-მდე ბიზნეს სუბიექტმა უზრუნველყო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა. რეფორმის შედეგად, 414 000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს",- წერია პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები