მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$4.2 მილიარდად 100,000 ერთეული TESLA-ს შეძენის გამო, HERTZ-ის დირექტორი გადადგა

hertz

ელექტრომობილებზე დადებული ფსონით მიღებული კოლოსალური ზარალის გამო, ამერიკული Hertz-ის გენერალური დირექტორი სტივენ შერი თანამდებობიდან გადადგა.

გასაქირავებელი ავტომობილების ოპერატორმა კომპანიამ 2021 წელს $4.2 მილიარდად 100,000 ერთეული Tesla-ს ელექტრომობილის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ შეკვეთის ჩაბარების შემდეგ, Tesla-მ ელექტრომობილების ფასები საშუალოდ 10,000 დოლარით შეამცირა, რის გამოც Hertz-ს აქტივების გაუფასურებით კოლოსალური ზიანი მიადგა.

გარდა პირდაპირი გაუფასურებისა, მოსალოდნელზე გაცილებით უარესი იყო მეორადი ელექტრომობილების გადაყიდვის მაჩვენებელი. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიას ჩამოწერილი ელექტრომობილების გაყიდვა საწყის ფასთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებად უწევდა, რაც გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

გასაქირავებელი ავტომობილების ფლოტის Tesla-თი დაკომპლექტებას კიდევ ერთი უსიამოვნება ახლდა თან, ეს იყო ელექტრომობილების მალფუჭებადობა და შეკეთების მაღალი ხარჯები. როგორც კომპანიაში ამბობენ, Tesla-ს მომსახურება იმაზე ძვირი ჯდებოდა, ვიდრე Mercedes-ის და BMW-ს სერვისი, რაც Hertz-ის საოპერაციო მოდელისთვის დამღუპველია.

სტივენ შერის გადაწყვეტილების გამო, კომპანია გაკოტრების პირას აღმოჩნდა და მისი აქციების ღირებულება თითქმის 78%-ით დაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ Hertz-თან დადებული შეთანხმების წყალობით, 2021 წელს Tesla-ს კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია, რადგან ბაზრის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ Tesla კომერციული ავტომობილების ბაზარზე დომინანტ მოთამაშედ ჩამოყალიბდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ კომპანიის ბიზნესმოდელის ელექტრომობილებზე მორგება ამ ეტაპზე უბრალოდ შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები