მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4.5 თვეში წალკის კანიონს 120 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა

6385b0ff0e6a5
თათია ჩაფიჩაძე
29.11.22 23:20
950
წალკის კანიონს 15 ივნისიდან დღემდე 120 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა. როგორც Kass Group-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ინტერესი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან არსებობს, ყველაზე მეტი სტუმარი კი კანიონმა ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან მიიღო.

თორდიას ინფორმაციით, ტერიტორიაზე 2024 წლამდე მოეწყობა დახურული აკვაპარკი, 50-მდე ვილა და 53 ნომრიანი სასტუმრო.

„გახსნამ ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა მსოფლიო პრესაში და ამას შედეგიც მოჰყვა. ძალიან დიდი აქტიურობა შეინიშნებოდა პირველივე წელს, 10 ათასობით ტურისტი და ვიზიტორი ესტუმრა წალკის კანიონს, ჯამური რიცხვი 120 ათასია. ზაფხულში უფრო ჭარბობდნენ ქართველები 65/35%-ის თანაფარდობით, შემოდგომაზე კი გათანაბრდა. ყველაზე მეტი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, რუსეთიდან და პრინციპში მსოფლიოს ყველა კუთხიდან არის ინტერესი. დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაიკ ზიპლაინი და საქანელა რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა. ამ მიმართულებითაც ინვესტიციის განხორციელებას და დამატებითი ატრაქციების მოწყობას ვაპირებთ", - განაცხადა თორდიამ.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მისი თქმით, 70 მლნ ლარის ინვესტიციით, სხვადასხვა პროექტები იგეგმება.

"მშენებლობის პროცესშია 53 ნომრიანი სასტუმრო თავისი ლუქს ნომრებით, საკონფერენციო დარბაზებით. დახურული ტიპის აკვაპარკის მშენებლობას და დამატებით 50 ვილის აშენებას გეგმავთ . ჩვენს ლოკაციას აკრავს ტყის მასივი და იქაც ვაპირებთ სხვადასხვა სოციალური სივრცეების მოწყობას, ბავშვებს გასართობის კუთხის თუ სასეირნო ბილიკების. დამატებითი ინვესტიციის მოცულობა იქნება 60-70 მლნ ლარის ფარგლებში და 2024 წლისთვის დიდი სურვილი გვაქვს ჩამოთვლილი ეს ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს,“ - განაცხადა მან.

წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით, პირველი ეკოტურისტული პროექტი - „კასს ლენდი“ 14 ივნისს გაიხსნა. 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი. ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო აუზი, 1800-მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები