ოფიციალურად გაკოტრებული კომპანიების სიას დღეს კიდევ ერთი ორგანიზაცია WeWork-ი შეუერთდა, რომელმაც დაახლოებით ოთხ წელიწადში 47 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.
WeWork-ი ეს არის ერთიანი სამუშაო სივრცე, სადაც სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს ადგილების დროებით დაქირავება და მომსახურების გაწევა შეუძლიათ. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია დიდი ზომის საოფისე სივრცეებს ფლობდა, რომელსაც ის შემდეგ სხვა კომპანიებზე აქირავებდა. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ოფისს ფლობდა, რის გამოც WeWork-ს საკმაოდ დიდი ვალიც ჰქონდა აღებული.
თავდაპირველად, ეს ბიზნესი საკმაოდ კარგად მუშაობდა და ინვესტორები კომპანიას დიად მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დღეს უკვე ყველაფერი დასრულდა და WeWork-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი ოფიციალურად შეიტანა
WeWork-ის დაღმასვლა 2020 წელს დაიწყო, როდესაც პანდემიამ ფაქტობრივად ერთ დღეში დაასრულა ოფისებში სიარულის ეპოქა. მას შემდეგ კომპანიას დიდი მოცულობით ვალთან მოუწია შეჭიდება, ბოლოს კი ის ვითარება მივიღეთ, რომ ტექნოლოგიური სტარტაპები და მცირე ბიზნესები ნელ-ნელა ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, coworking სივრცეებზე მოთხოვნა კი მკვეთრად შემცირდა.
ამ ყველაფრის ფონზე, WeWork-მა ვალდებულებების მომსახურება ვეღარ შეძლო და ის დღეს ოფიციალურად შეუერთა გაკოტრებული კომპანების სიას.