მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4GB 2024 გაუქმებულია! - ორგანიზატორების განცხადება

4gb

4GB 2024 გაუქმებულია, - შესაბამის განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

"გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია! ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!

შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე.

ჩვენ ისევ შევხვდებით!", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

4GB - გიორგი ბაქანიძისადმი მიძღვნილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 2011 წლიდან იმართება. ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა, წელს, 23, 24 და 25 მაისს, ისევ საგურამოში უნდა გამართულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები