მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals გერმანული ბრენდის, POLYTECH -ის დისტრიბუტორთა საერთაშორისო შეხვედრაზე ®

63174f24d86af
BM.GE
06.09.22 17:46
780
სილიკონის იმპლანტების მწარმოებელი გერმანული ბრენდის, POLYTECH-ის ორგანიზებით, ქალაქ ტელფსში, ავსტრიაში 2022 წლის დისტრიბუტორთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. 4Hospitals-დან შეხვედრას ესწრებოდნენ პლასტიკური ქირურგიის საპროდუქტე მიმართულების მენეჯერი მადონა გოცაძე და შესყიდვების მენეჯერი თათია თარხნიშვილი.

შეხვედრაზე დამსწრე 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს საშუალება ჰქონდა, ვრცელი პროფესიული პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, ცოცხალი სესიების ფორმატში, მეტი ინფორმაცია მიეღო პროდუქტისა და წარმოების პროცესის შესახებ.



მკერდის ესთეტიკის გლობალური ლიდერი POLYTECH Health & Aesthetics ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის, მოწინავე და უსაფრთხო მკერდის იმპლანტების წარმოებაზე, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის ინდუსტრიისთვის. სამედიცინო კომპანია 4Hospitals კი , უკვე წლებია, POLYTECH-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყანაში უზრუნველყოფს გერმანული ხარისხის მკერდის იმპლანტების ყველაზე დიდ არჩევანს, ასევე საუკეთესო სერვისს, რომელიც მორგებულია ქირურგისა და პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები