მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-ის და Polytech-ის პარტნიორობა - #Quality You Can Feel

4Hospitals-ის და Polytech-ის პარტნიორობა - #Quality You Can Feel
08.06.24 09:29
213

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია, 4Hospitals, გერმანული ბრენდის, Polytech-ის ექსკლუზიური პარტნიორია.

პოლიტეხი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ დიებურგში, აწარმოებს მკერდის იმპლანტებს და 40 წლიანი გამოცდილებით, 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის იმპორტს.

თითოეული იმპლანტი წარმოების პროცესში გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს და საფუძვლიან შემოწმებას, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, მას არაერთი წამყვანი, პროფესიონალი პლასტიკური ქირურგის ნდობა აქვს მოპოვებული.

Polytech-ის მკერდის იმპლანტების გამოყენებით, პლასტიკურმა და რეკონსტრუქციულმა ქირურგმა, თამარ მირაშვილმა, ჩაატარა წარმატებული ოპერაცია.

ქირურგი პირველ რიგში ირჩევს ხარისხს, Polytech-ის მთავარი მოტო კი სწორედ ესაა - “Quality First, Safety Always”. მომზადებისა და უშუალოდ ოპერაციის პროცესი და შედეგი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:

„როდესაც ექიმსა და პაციენტს შორის კავშირი იწყება, მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის გაცვლა. უმნიშვნელოვანესია მასალის მაღალი ხარისხი, რომელიც გამოიყენება ოპერაციის დროს, მასალა, რომელიც სამუდამოდ რჩება პაციენტის ორგანიზმში.

იმპლანტი, რომელსაც ვიყენებთ ძუძუს აუგმენტაციისთვის, ანუ გულმკერდის ფორმის და ზომის გასაზრდელად, უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის.“ - აცხადებს თამარ მირაშვილი.

Polytech-ის მთავარი სლოგანია „იგრძენი ხარისხი შენში“, რაც ყოველმხრივ გამოხატულია მის თითოეულ პროდუქტში. დაფარვების, ფორმების და ზომების ფართო არჩევანში ყველასთვის მოიძებნება შესაფერისი იმპლანტი, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივ შედეგს იძლევა.

პაციენტის თქმით: “ყველა ადამიანი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად საკუთარ სხეულში, ამიტომ მივესალმები ნებისმიერი სახის ცვლილებებს, რაც დადებითად იმოქმედებს მათ თვითშეფასებაზე.

ოპერაციიდან ველი მხოლოდ დადებით შედეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ მის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ“.

4ჰოსპიტალს არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებას 300-ზე მეტი დაწესებულებისთვის საქართველოში.

კომპანიის ფართო ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

პროდუქციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ 4Hospitals-ის განახლებულ შოუ-რუმს, მისამართზე: ლუბლიანას #28

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები