„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს. მას ბიზნესის სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის FMCG-ის, Retail-ის, კომერციული სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების სფეროებში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ლევანს აქვს წარმატებული კარიერული გამოცდილება მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიებში, მათ შორის Philip Morris International, Nestlé და PepsiCo, სადაც მას ეკავა სხვადასხვა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მენეჯერული პოზიციები. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კომერციული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას, გაყიდვების მართვას, ბაზრის განვითარებას, ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და ბიზნესის მასშტაბირებას.
“განსაკუთრებული სიამაყით ვუერთდები გუნდს, რომელიც თავისი საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით ქმნის წარმატების ისტორიას და მყარ ფუნდამენტზე კიდევ უფრო დიდ მომავალს აშენებს.”
რა გზა გაიარეთ 4Hospitals-მდე და რომელი პროფესიული გამოცდილება განსაზღვრავს დღეს თქვენს ლიდერულ ხედვას?
განვლილი პერიოდის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა Philip Morris International, Nestlé და PepsiCo. თითოეული მათგანი განსხვავებულ ბიზნეს გარემოს, გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს მაძლევდა, თუმცა ყველას ერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა - მაღალი სტანდარტები, მუდმივი განვითარება და შედეგზე ორიენტირებული გარემო. მადლობა ამ კომპანიებს რომ მომეცა შესაძლებლობა მიმეღო დიდი გამოცდილება კომერციული სტრატეგიის, გაყიდვების, ბაზრის განვითარების, ბიზნეს ტრანსფორმაციისა და გუნდების მართვის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ცვლილებების მართვასა და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა. სწორედ ამ მიმართულებებით განვლილმა გზამ ჩამომიყალიბა ხედვა, რომ ძლიერი ბიზნეს სისტემები იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანები, ეფექტური სტრატეგია და ინოვაცია ერთმანეთთან ჰარმონიულად მუშაობს.

რატომ 4Hospitals? რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც კომპანიის გუნდში შემოერთების გადაწყვეტილება მიგაღებინათ?
არჩევანის გაკეთებისას ჩემთვის მთავარი ფაქტორი იყო 4Hospitals-ის განვითარების ისტორია და ის ეტაპი, რომელზეც დღეს კომპანია იმყოფება. ყოველთვის მიზიდავდა ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარი ადგილი ბაზარზე შრომითა და სწორი ხედვით დაიმკვიდრეს, და ამავე დროს განვითარების წყურვილი არ დაუკარგავთ. სწორედ ასეთ კომპანიად დავინახე 4Hospitals. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კომპანიის ხედვამ, რადგან მისი მისია მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების მიწოდებით არ შემოიფარგლება. 4Hospitals აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, ნერგავს თანამედროვე სამედიცინო ინოვაციებს და ქმნის სივრცეებს ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კომპანია დღეს განვითარების ისეთ ეტაპზეა, სადაც შესაძლებელია, არა მხოლოდ მიღწეული წარმატების გაგრძელება, არამედ ახალი ღირებულების შექმნა. სწორედ ეს არის ის გამოწვევა, რომელიც პროფესიულად ყველაზე მეტად მაინტერესებს — ძლიერი საფუძვლის მქონე ორგანიზაციის მომდევნო საფეხურზე გადაყვანა.
როგორ იცვლება კომპანიის მართვის მიდგომები ახალ ეტაპზე?
ჩემი ხედვით, 4Hospitals-ის განვითარების შემდეგი ეტაპი მხოლოდ ბიზნესის ზრდას არ ნიშნავს. ეს არის ეტაპი, როდესაც კომპანიამ უნდა გააძლიეროს მართვის თანამედროვე მიდგომები და ჩამოყალიბდეს ისეთ ორგანიზაციად, რომელიც სწრაფად ერგება ცვლილებებს, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებს და თავადაც ქმნის ახალ სტანდარტებს ინდუსტრიაში. ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მართვის ინსტრუმენტების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ეფექტიანი ბიზნეს-მოდელების დანერგვას, რაც პროცესებს უფრო მოქნილს, გადაწყვეტილებებს კი უფრო სწრაფსა და ხარისხიანს გახდის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ინოვაციური კულტურის გაძლიერება, სადაც გუნდის წევრები მუდმივად ეძებენ გაუმჯობესების შესაძლებლობებს და ცვლილებებს არა როგორც გამოწვევას, არამედ როგორც განვითარების შესაძლებლობას აღიქვამენ.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გუნდი ამ პროცესში?
ნებისმიერი წარმატება, სტრატეგია თუ ცვლილება დგას ადამიანებზე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჩართულობა, მათი პროფესიული განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ინიციატივა, თანამშრომლობა და ინსპირაცია კორპორატიული კულტურის ფუნდამენტია.
ვფიქრობ, ძლიერი გუნდის გარეშე რეალური შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ლიდერის როლი მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღება არ არის - მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, ადამიანებში ახალი რესურსის აღმოჩენა, განვითარებისთვის სივრცის შექმნა და ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც გუნდის თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება.
საერთაშორისო კომპანიებში მიღებული გამოცდილება ლევან ჯობავას შესაძლებლობას აძლევს, 4Hospitals-ის განვითარების ახალ ეტაპზე დანერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, სტრატეგიული ხედვა და ცვლილებების მართვის თანამედროვე მიდგომები. მისი მიზანია, კომპანიამ კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები ბაზარზე, შექმნას ახალი შესაძლებლობები პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის და უზრუნველყოს მდგრადი, გრძელვადიანი ზრდა. სწორედ ამ ხედვით იწყება 4Hospitals-ის ისტორიის ახალი ეტაპი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, ინოვაციებსა და უწყვეტ განვითარებას.

























