მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-ის უნიკალური პროექტი - ულტრათანამედროვე სიმულაციური ცენტრი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში

4Hospitals-ის უნიკალური პროექტი - ულტრათანამედროვე სიმულაციური ცენტრი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში
18.03.24 12:39
335

4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან 300-ზე მეტ დაწესებულებასთან თანამშრომლობს.

4ჰოსპიტალსის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი 6 მსხვილ მიმართულებაში ერთიანდება:

სამედიცინო ავეჯი და აპარატურა

ტრავმატოლოგია

ლაპაროსკოპია

ქირურგიული სახარჯი მასალები

ლაბორატორია

პლასტიკური ქირურგია

კომპანია მუდმივად ზრუნავს სამედიცინო დაწესებულებების სრულად აღჭურვაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციით, ჯანდაცვის სტანდარტების სრული დაცვით და უწყვეტი მომარაგების და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

4ჰოსპიტალსის ერთ-ერთი პროექტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის აღჭურვაა.

სეუ-ს სიმულაციური ცენტრი არის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს რთულ, იმერსიულ ტრენინგს, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის.

ცენტრი აღჭურვილია ყველა ტიპის სიმულაციური მულაჟით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და ინვენტარით, რაც ხელს მაქსიმალურად უწყობს სწავლებისა და ტრენინგის პროცესს.

„სეუს ულტრათანამედროვე სიმულაციის ცენტრი მოქმედებს სეუს სამედიცინო მიმართულების ბაზაზე. ეს არის გამორჩეული სასწავლებელი ქართულ რეალობაში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, როცა მოგვმართეს ამ ცენტრის აღჭურვაზე. ჩვენ ამ ცენტრის აღჭურვა უმოკლეს ვადაში უზრუნველვყავით როგორც სამედიცინო ინვენტარით, ისე აპარატურით. ძალიან გვახარებს როცა პარტნიორები კმაყოფილები რჩებიან ჩვენი სერვისით.” – აცხადებს 4hospitals-ის კომერციული დირექტორი, გიგა კოხრეიძე.

ეწვიეთ 4Hospitals-ის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები