მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის ექსკლუზიური სპონსორია

4Hospitals პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის ექსკლუზიური სპონსორია
11.05.24 08:42
1001

სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals 2014 წლიდან 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას უწყვეტ რეჟიმში აწვდის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომლის ფართო ასორტიმენტიც 6 ძირითად მიმართულებაში ერთიანდება: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

კომპანია მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს ინოვაციებს და აქტიურადაა ჩართული სამედიცინო სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაში.

2023 წლიდან 4ჰოსპიტალსი პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის ექსკლუზიური სპონსორია და მასთან ერთად ზრუნავს ახალგაზრდა ქირურგების განვითარებაზე.

პრაქტიკული ქირურგიის აკადემია ახალი, უნიკალური პროექტია, რომლის მიზანია მედიცინის სტუდენტებს მისცეს შანსი, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროფესიონალთა გუნდთან ერთად და განივითარონ უნარები, რაც რეალურად სჭირდებათ იმისათვის, რომ გახდნენ მომავალი, წარმატებული ქირურგები. 4ჰოსპიტალსის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის, თათა იობიძის, განცხადებით:

“4Hospitals ღიაა ახალი პროექტების მოძიებისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი უნიკალური პროექტების, რომელთაც ანალოგი არ ჰყავთ. სწორედ ასეთი აღმოჩენა იყო პრაქტიკული ქირურგიის აკადემია, რომლის დაარსებისთანავე კომპანიამ მისი განვითარების უდიდესი პოტენციალი დაინახა და თანამშრომლობაც შედგა საერთო მიზნით, რომ დავეხმაროთ მომავალ ქირურგებს, მიიღონ ის პრაქტიკული გამოცდილება, რომლის რეალური დეფიციტიც არსებობს სამედიცინო სფეროში.”

აკადემიის დამფუძნებლის და დირექტორის, ოთარ ღურწკაიას, თქმით:

“როდესაც პროექტზე დავიწყე ფიქრი, გარდა იმისა, რომ ის აუცილებლად მჭიდრო კავშირში უნდა ყოფილიყო სამედიცინო სფეროსთან, ასევე მაქსიმალურად უნდა შეევსო ის დეფიციტი, რაც დღეს რეალურად არსებობს ქირურგიის მიმართულებით.

ჩვენს ქვეყანაში ნათლად ჩანს, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს ადამიანი სტუდენტობიდან ქირურგობამდე, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, დიდი დრო არ დამჭირდა იმის მოსაფიქრებლად, თუ რა მიზანი ექნებოდა პროექტს.

გადავწყვიტე ყველაფერი დამეწყო საძირკველიდან, სტუდენტებიდან, რადგან მათთვის მთავარი წინაღობა რეალური ქირურგიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება იყო. სწორედ აქედან დაიწყო აკადემიის დაარსება ორთოპედ-ტრავმატოლოგ, გიორგი მიკუჩაძესთან, ერთად.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორ კომპანია 4Hospitals-ს, რომელიც აკადემიის დაარსების დღიდან ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია და სწორედ ამ კომპანიის დიდი დამსახურებაა პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის არსებობა, წინსვლა და განვითარება, რადგან “ჩვენ ერთად ვზრუნავთ მომავალ ქირურგებზე”, ჩვენი ერთიანი მიზანია საქართველოში შეიქმნას ის რეალური სასწავლო ბაზა, სადაც სტუდენტები, რეზიდენტები და ქირურგები განვითარდებიან ქირურგიული მიმართულებით, არა მხოლოდ საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ”.

4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები