მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-ს ISO 9001 QMS საერთაშორისო სერთიფიკატი მიენიჭა

4Hospitals-ს ISO 9001 QMS საერთაშორისო სერთიფიკატი მიენიჭა
02.09.24 15:18
191

2024 წლის ივნისში, 4Hospitals-მა ISO 9001:2015 QMS საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო, რაც ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის როლს ადგილობრივ სამედიცინო ბაზარზე.

მედიცინა ერთ ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც მუდმივად იცვლება, რათა მოერგოს პაციენტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების საჭიროებებს და, რა თქმა უნდა, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს.

სამედიცინო სექტორის კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებებთან ერთად ზრდას და ადაპტაციას, რასაც 2014 წლიდან დღემდე, სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals სრულყოფილად უმკლავდება მისი თავდაუზოგაობით, პროფესიონალთა გუნდით, მომსახურების მაღალი სტანდარტებით და უწყვეტად განვითარებადი ხარისხით.

სწორედ ამიტომ, კომპანიამ ბაზარზე ყველაზე სწრაფი ზრდა აჩვენა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და პოზიციონირდა, როგორც სამედიცინო ინვენტარის და სერვისების მრავალმხრივი და საიმედო მომწოდებელი. ამასთან ერთად, მოიპოვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა და დღეს, 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს სრულიად საქართველოს მასშტაბით.

4ჰოსპიტალსის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გამყრელიძე, გვიყვება სერთიფიცირების პროცესსა და დასკვნით ნაწილზე:

„სააკრედიტაციო/საკონტროლო აუდიტი გერმანული ორგანიზაცია TÜVNORD-ის მიერ მიმდინარე წლის ივნისში პირველად ჩატარდა და გაიცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მაღალი შეფასება დაიმსახურა და ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: "4ჰოსპიტალსის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, კომპანიაში არის უმაღლესი მენეჯმენტის და მფლობელის ჩართულობის მაღალი დონე, 4ჰოსპიტალსს აქვს ძლიერი სისტემა და ორგანიზაციული ხედვა, კომპანიას ჰყავს კვალიფიციური წარმომადგენლების გუნდი, რისი დამსახურებაცაა მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონე."

ეს აღიარება არის მრავალი წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგი და დასტური იმისა, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და ბიზნესის მართვის გაუმჯობოსებაზე.

საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების/პარტნიორების კმაყოფილობა და სრული ნდობა, რომ მათ გვერდში არის კომპანია, რომლის მიღმაც გაწერილი პროცედურები, სტანდარტები და ხარისხია“.

ISO საერთაშორისო სერტიფიკატი კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის ვალდებულებას, რომ შეინარჩუნოს ხარისხის მაღალი სტანდარტები და გააძლიეროს მისი უნიკალური ნიშა, რომლითაც 4ჰოსპიტალსს დღეს სამედიცინო კომპანიების წამყვან ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.

სიახლეებისთვის ეწვიეთ 4Hospitals-ის ვებგვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები