მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals - Translumina International-ის ყველაზე პროგრესული პარტნიორი

4Hospitals - Translumina International-ის ყველაზე პროგრესული პარტნიორი
07.10.24 11:36
99

სამედიცინო ბაზარი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, საჭიროა გქონდეს უნიკალური ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევს.

სიახლეებისკენ სწრაფვა, ინოვაციების დანერგვა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონფერენციებსა და გამოფენებში აქტიური მონაწილეობა, პარტნიორებთან მუდმივი ჩართულობა - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რასაც სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals ახორციელებს.

კომპანია გამოირჩევა ყველაზე მზარდი დინამიკით და, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა, უმოკლეს დროში შეძლო, რომ გამხდარიყო ბაზარზე სანდო პარტნიორი, რომელიც დღეს 300-ზე მეტ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს.

4ჰოსპიტალსის მთავარ ღირებულებას ხარისხის მაღალი სტანდარტები და მომხმარებელზე ორიენტირებულობა წარმოადგენს. მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი 6 ძირითად მიმართულებაში ერთიანდება: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

4Hospitals-ის წარმომადგენლობა მისი ექსკლუზიური პარტნიორის, Translumina International-ის ყოველწლიურ პარტნიორთა შეხვერდრას დაესწრო.

Translumina არის კარდიოლოგიის და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის სამედიცინო მოწყობილობების განვითარებისა და წარმოების სპეციალისტი კომპანია. დაარსების დღიდან, კომპანიის მთავარი ღირებულება ახალი პროდუქტებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება და არსებული პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივად გაუმჯობესებაა.

13 - 15 სექტემბერს, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კომპანია 4ჰოსპიტალსის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გამყრელიძე, კომერციული დირექტორი, გიგა კოხრეიძე, მიმართულების მენეჯერი, რატი შალამბერიძე და სამედიცინო წარმომადგენელი, კესო გოდუაძე.

შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს განვლილი თანამშრომლობის პროცესები და დასახეს სამომავლო გეგმები, სადაც Transulmina-ს დამფუძნებლების მხრიდან მათი პარტნიორობა დადებითად იქნა შეფასებული. ამასთან ერთად, 4Hospitals გალა დაჯილდოებაზე 60 ქვეყნის პარტნიორებს შორის დასახელდა ყველაზე პროგრესულ პარტნიორად და შესაბამისი ჯილდო გადაეცა.

4ჰოსპიტალს აგრძელებს აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში და არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები