4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან პარტნიორობს და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინოვაციურ, ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას.
კომპანიამ შეძლო, რომ გამხდარიყო ტრენდსეტერი და შეექმნა მისი უნიკალური ნიშა, რომელიც გამოარჩევდა სხვებისგან.
მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4ჰოსპიტალსს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.
2023 წელს 4ჰოსპიტალსმა გახსნა განახლებული შოურუმი, სივრცე, რომლის ანალოგიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს და ამით ახალი სიტყვა თქვა სამედიცინო ბაზარზე.
შოურუმში წარმოდგენილი იმიტირებული პალატები და საოპერაციო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა 4Hospitals-ის სამედიცინო ავეჯითა და აპარატურით, პროდუქციის შესწავლისა და მათი მუშაობის პრინციპების ადგილზე გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
შოურუმში წარმოდგენილია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
პროდუქცია შესაბამის განყოფილებებში ისეთი სიზუსტითაა განლაგებული, რომ შეიქმნა კლინიკის ანალოგი, სადაც მნახველს შეუძლია გაეცნოს თითოეულ დეტალს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
„4Hospitals ლიდერი კომპანიების ხუთეულშია და, თანაც, ყველაზე ახალგაზრდა თავის პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით. ჩვენ მიერ შექმნილი შოურუმი კიდევ ერთი ინოვაციაა, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე და ხაზს უსვამს კომპანიის მუდმივ სწრაფვას სიახლეებისკენ“, — აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გამყრელიძე.
4Hospitals - ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!
კომპანიის ფართო ასორტიმენტის ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, 4Hospitals-ის განახლებულ შოურუმში მისამართზე: ლუბლიანას #28
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/