სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერმა კომპანია 4Hospitals-მა დაიწყო უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს.
პროექტის ფარგლებში, 4ჰოსპიტალს ზრუნავს კლინიკების აღჭურვაზე მაღალტექნოლოგიური, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ავეჯითა და აპარატურით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯანდაცვის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანია 300-ზე მეტ დაწესებულებას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში აწვდის სამედიცინო პროდუქციას და პარალელურად სთავაზობს საინჟინრო მომსახურებას, რომელსაც პროფესიონალ ინჟინერთა გუნდი ახორციელებს.
4ჰოსპიტალს კლინიკა ტოტალ შარმის პარტნიორია.
კლინიკა Total Charm წარმოადგენს პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრს.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. რადგან ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტია, ნდობა გამოვუცხადეთ 4Hospitals-ს და სწორედ მათი დახმარებით, ახალი რეგულაციების სრული დაცვით, აღვჭურვეთ კლინიკის ქირურგიის სტაციონარის საოპერაციო და სასტერილიზაციო განყოფილებები“ - აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი.
სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4ჰოსპიტალს, 2014 წლიდან ახორციელებს 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების აღჭურვას უმაღლესი ხარისხის ინოვაციური პროდუქციით, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის ფართო ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
მისი მთავარი ღირებულება ხარისხის მაღალი სტანდარტები, დროული და უწყვეტი მომარაგება, კეთილსინდისიერება და სანდოობაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
„ჩვენ ვართ იქ, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია“. პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს განახლებულ შოურუმში, მისამართზე: ლუბლიანას #28.
სიახლეებისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/