მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5-6 ნოემბერს ქუთაისში რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5dbff519255bb
BM.GE
04.11.19 18:00
690

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, შპს „ბლექ სი გრუპს“ ესაჭიროება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ224-კმ229 მონაკვეთზე, მდებარე მდინარე რიონის ხიდზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა, რის გამოც, 2019 წლის 5 ნოემბრის 21:00 სთ-დან 2019 წლის 6 ნოემბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები